თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი კვლავ გიორგი შარვაშიძე გახდა

Tbilisi Daily

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის არჩევნებში ყველაზე მეტი ხმა მოქმედმა რექტორმა გიორგი შარვაშიძემ მიიღო. არჩევნებში მონაწილეობა თსუ-ის აკადემიური საბჭოს 37-მა წევრმა მიიღო. გიორგი შარვაშიძეს მხარი საბჭოს 32-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო გიორგი ბარამიძემ და ცირა ბარამიძემ თითო ხმა მიიღეს.