კოვიდვითარება ოკუპირებულ აფხაზეთში

Sokhumi Daily

გასული დღის განმავლობაში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსზე ტესტირება 317 - მა ადამიანმა ჩაიტარა. 75 მათგანს კორონავირუსი დაუდასტურდა. გარდაიცვალა 2 პაციენტი. 1938 წელს დაბადებული პირი გუდაუთის კოვიდმიმღებ კლინიკაში გუშინ ღამით გარდაიცვალა. ის საავადმყოფოში 9 ნოემბრის შემდეგ იმყოფებოდა. "მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა" - ამბობენ მედიკოსები. მეორე გარდაცვლილი პირი 74 წლის იყო. მას კოვიდინფექცია 10 ოქტომბერს დაუდასტურდა. მას შემდეგ, მისი მდგომარეობა გართულდა და მამაკაცს პოლისეგმენტური პნევმონია დაუდგინდა. ის გასულ ღამეს გუდაუთის კლინიკაში გარდაიცვალა. გუდაუთის კოვიდმიმღებ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 82 პაციენტი გადის, მათგან 73 პირს კორონავირუსული ინფექცია აქვს. გასულ დღეს საავადმყოფოდან 13 ადამიანი გაწერეს. რაც შეეხება სოხუმის ინფექციურ კლინიკას, აქ მკურნალობას 26 კოვიდპაციენტი აგრძელებს. ასევე სოხუმში, აიტარის პანსიონატის ტერიტორიაზე განლაგებულ მობილურ მულტიდისციპლინურ საავადმყოფოში 34 კოვიდინფიცირებული პაციენტი მკურნალობს. 29 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. 5 პაციენტი მძიმედაა. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა