ტყიბულში ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა
Tbilisi Daily
ტყიბულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხრესილთან ავტომანქანა ტროტუარს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად ავტომანქანაში მყოფი 22 წლის ბიჭი გარდაიცვალა. სხვა დაშავებული მგზავრები კი, კლინიკაში გადაიყვანეს.
დაღუპული ახალგაზრდის ცხედარი ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.