აჭარის 2021 წლის ბიუჯეტი
Batumi Daily
აჭარის მთავრობის სხდომაზე 2021 წლის ბიუჯეტი განიხილეს. თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი ეპიდვითარებისა, ეკონომიკურმა გუნდმა ბიუჯეტის 3,2 %-იანი ზრდა განახორციელა.
,,მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ეკონომიკურმა გუნდმა მოახერხა, რომ ბიუჯეტი დაიგეგმოს 3,2 % - იანი ზრდით. რეალურად, ეს ნიშნავს , რომ არცერთი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის, სოციალური არ გაჩერდება. ჩვენ გვქონდა აღებული გარკვეული ვალდებულებები კულტურის, განათლების სფეროში მოღვაწე მუშაკების მიმართ ხელფასების ზრდის ნაწილში და შესაბამისად, არც ეს ვალდებულებები იქნება გადავადებული, შესრულდება ყველაფერი ამ წლის ბიუჯეტში."
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისიც აღნიშნა, რომ დიდი და მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლებიც დაგეგმილი იყო შეუფერხებლად განხორციელდება და
მუნიციპალიტეტების კუთხით გათვალისწინებული კაპიტალური ტრანსფერები გაკეთდება. "ბიუჯეტი იგეგმება 349 ლარზე, და კაპიტალური ტრანსფერი იქნება 75,3 მილიონი ექვსივე მუნიციპალიტეტისთვის, რაც მიცემს საშუალებას , რომ მათ შორის ბათუმმა და სხვა მუნიციპალიტეტებმა, არ გადაავადონ ის კონკრეტული პროექტები, რომელიც გვქონდა გათვალისწინებული. ასევე, აღვნიშნავ, რომ არცერთ მუნიციპალიტეტს არ შემცირებია ბიუჯეტი, მათ შორის, ხელვაჩაურს 2 მლ ლარი დაემატება“ - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.
ამის პარალელურად, შეგახსენებთ, რომ 6 ოქტომბრის შემდეგ ბათუმში სამსახურიდან გათავისუფლებული პირების საპროტესტო აქციები იმართება. აქციის მონაწილეები ითხოვდნენ: საბანკო სესხების გადავადებას, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას, უმუშევრობის კომპენსაციის შენარჩუნებას და, ასევე, უმუშევრობის კომპენსაციის ოდენობის გაზრდას.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში