რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსისგან ინფიცირებული 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა

Tbilisi Daily

რესპუბლიკური საავადმყოფოოში 64 პაციენტი მკურნალობს, მათგან 39 კორონავირუსით არის ინფიცირებული. 39 პაციენტიდან ყველა იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, ორი პაციენტი, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, არის შედარებით მძიმე და საყურადღებო. გუშინ კვლევისთვის გაიგზავნა 45 ანალიზი და ყველა მათგანის პასუხი იყო უარყოფითი. „ერთი პაციენტი გუშინ გაეწერა კლინიკიდან და გადავიდა თვითიზოლაციაში. დღეისათვის არის 39 ინფიცირებული, გვყავს ასევე ერთი გამოჯანმრთელებული პაციენტი, რომელიც სავარაუდოდ ხვალ დატოვებს კლინიკას. გუშინ გაგზავნილი იყო 45 ტესტი, აქედან 23 იყო თანამშრომელი, ძირითადად რეანიმაციის თანამშრომლები. დანარჩენი იყო პაციენტების ტესტები, პაციენტები იყვნენ როგორც საკარანტინო ზონებიდან, ასევე კლინიკიდან და ყველა მათგანის პასუხი იყო უარყოფითი. 39 პაციენტიდან ყველა იმყოფება სპონტანურ სუნთქვაზე, ორი პაციენტის მდგომარეობა, რომლებსაც აქვთ თანმხლები დაავადებები, არის შედარებით მძიმე და საყურადღებო. 39 პაციენტიდან რამდენიმეს აქვს ორმხრივი პნევმონია, ყველას მდგომარეობა არის სტაბილური, ველოდებით იმ კვირაში რამდენიმე გამოჯანმრთელებულ პაციენტს“, – განაცხადა თეა თავართქილაძემ. #კორონავირუსი #პანდემია #ინფიცირებული #tbilisidaily