ლაგოდეხში კორონავირუსი 3 თვის ჩვილს დაუდასტურდა

Pirveliradio Ge

ლაგოდეხში კორონავირუსით სამი თვის ჩვილი დაინფიცირდა. ბავშვის ინფიცირების წყარო სავარაუდოდ სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლის კლასტერია. ჩვილი დედამ აჭარიდან-კახეთში რამდენიმე კვირის წინ ჩაიყვანა. ბავშვს მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, ტესტირების შემდეგ კი კოვიდ 19 დაუდგინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახის ყველა წევრი თვითიზოლაციაშია, აქვს თუ არა კორონავირუსი ჩვილის დედას ეს დღეს გახდება ცნობილი.