„გირჩი" არ შედის პარლამენტში
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
პარლამენტში შესვლას არ აპირებს პარტია „გირჩი". როგორც მისმა ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ თქვა, ოპოზიციური პარტიები, რომლებსაც „გირჩთან" ხელი აქვთ მოწერილი შეთანხმებებზე, უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე, ამიტომ, „გირჩიც" უერთდება ამ მოთხოვნას.
„ძალიან კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია საპარლამენტო პარტიის სტატუსის მიღება, ჩვენი სლოგანი იყო „გირჩი პარლამენტში, მაგრამ, ასევე, კარგად გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ოპოზიციური აპრტიების ერთობა", - თქვა „გირჩი"-ს ლიდერმა.
ცესკო-ს წინასწარი მონაცემებით, „გირჩმა" მოიპოვა ხმების 2.9% მოიპოვა. პარტიას პარლამენტის ოთხი მანდატი აქვს მოპოვებული.
ამ დროისთვის მანდატებზე, ასევე, უარი თქვა პარტია „ლელო"-მ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30925988.html
#ახალი_ამბები
#twitter