ქორწილები ისევ აიკრძალება – აფხაზეთი 5 ოქტომბრიდან შეზღუდვებს აწესებს
Sokhumi Daily
აფხაზეთში, ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, 5 ოქტომბრიდან შეზღუდვები დაწესდება. შესაბამის განკარგულებას დე ფაქტო პრეზიდენტმა ხელი მოაწერა.
შესაბამისად, აფხაზეთში იკრძალება მასობრივი, სპორტული, გასართობი და საგამოფენო ღონისძიებები დახურულ სივრცეებში. ასევე, ქორწილები და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები.
ამასთან, განისაზღვრება სამგლოვიარო ცერემონიალებში მონაწილე პირთა რაოდენობაც.
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში მაგიდებს შორის მანძილი 1.5 მეტრი უნდა იყოს, პერსონალი კი, სამედიცინო პირბადეებში და ხელთათმანებით აღჭურვილი.
სავალდებულო ხდება ყოველდღიური დეზინფექციის ჩატარება პროდუქტის ბაზრობებზე და საზოგადოებრივი ტრანსპორტის სალონებში.
დღეის, 18 სექტემბრის მონაცემებით, აფხაზეთში კორონავირუსი 782 პაციენტს დაუდასტურეს, 226 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 7 კი გარდაიცვალა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.
Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #კორონა
#აფხაზეთიებრძვისკორონას