ვის აჩუქა დისნეის აქციები ბარბარა სტრეიზენდმა

Tbilisi Daily

ბარბარა სტრეიზენდმა ჯორჯ ფლოიდის ექვსი წლის შვილს, ჯიანა ფლოიდს მსოფლიოში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპანიის, დისნეის აქციების წილი გადასცა. ამის შესახებ ინფორმაცია ჯიანა ფლოიდმა ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გაავრცელა: "დიდ მადლობას ვუხდი ბარბარა სტრეიზენდს, ახლა უკვე დისნეის აქციის მფლობელი ვარ", — წერს ჯიანა და აქვეყნებს ფოტოს, აქციების ფლობის მოწმობით ხელში.