გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია და უფრო დაბალია, ვიდრე იყო-ზახაშვილი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=142865
გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია და უფრო დაბალია, ვიდრე იყო-განაცხადა დაავადებათა ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ხათუნა ზახაშვილმა, ტრადიციულ facebook live-ში.
“ჩვენ ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობთ მივდიოთ ახალ გამოვლენილ შემთხვევებს, გამოჯანმრთელების შემთხვევებს, დავთვალოთ რეპროდუქციის ინდექსი.
გუშინდელი მონაცემებით, ჩვენი გათვლით, ეს ინდექსი იყო 089, ბოლო 15 დღის საშუალო ინდექსი იყო 097, ხოლო 30 დღის - 1,23.
თავად იმსჯელეთ და დაასკვნით, ალბათ, როდესაც 1-ზე დაბლა ეცემა ინდექსი, ეს იმას ნიშნავს, რომ გადაცემის ინტენსივობა შემცირებულია და უფრო დაბალია, ვიდრე იყო,”-განაცხადა ზახაშვილმა.