„ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად გიორგი გახარია წარუდგინა

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“პარლამენტს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატადგიორგი გახარიასკანდიდატურა წარუდგინა. შესაბამის წერილს ხელს პარტიის თავმჯდომარე,ბიძინა ივანიშვილიაწერს. კონსტიტუციის თანახმად, ახალარჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილებისშეძენისთანავე, მთავრობა პარლამენტის წინაშე უფლებამოსილებას იხსნის და ახალი პრემიერ-მინისტრის დანიშვნამდე, მოვალეობის შესრულებას განაგრძობს. ''ოფიციალურად შევა წარდგინება პარტიის თავმჯდომარის მიერ ხელმოწერილი, კვირას დღის ჩათვლით აქვს დრო გიორგი გახარიას იმისათვის, რომ მთავრობის შემადგენლობა დაასახელოს. უახლოეს დღეებში გაიმართება საპარლამენტო უმრავლესობასთან კონსულტაციები და კვირის ბოლომდე კვირის ბოლომდე დასახელდება, შეიძლება ეს უახლოეს ორ-სამ დღეშიც მოხდეს'' - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.