გორის ქვეითს მანქანა დაეჯახა

Pirveliradio Ge

გორის ცენტრში მანქანა ქვეითს დაეჯახა. დაშავდა კაცი, რომელიც სასწრაფო-სამედიცინო ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.