რა კითხვები დაუსვევს ნოდარ მელაძეს სუს-ში

Tbilisi Daily

“კითხვები ეხებოდა , როდის გავიგე რომ გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება იგეგმებოდა. მქონდა თუ არა ინფორმაცია გიორგისგან, რომ იყო თვალთვალის ობიექტი. სუს-ს აინტერესებდა ჟურნალისტური გამოძიება ჩვენი ინიციატივით დავიწყეთ თუ ვინმემ გვთხოვა. აინტერესებდათ, არის თუ არა ჩვენთან შენახული დოკუმენტები რომელიც მოვიპოვეთ და გვაქვს თუ არა დოკუმენტები, რომლებიც არ გაგვისაჯაროებია. ასევე, ვგეგმავთ თუ არა ამ თემაზე სხვა მასალის მომზადებაზე. ყველა ამ კითხვაზე პასუხი არის ერთი - კანონი გვაძლევს უფლებას წყარო არ გავასაჯაროვოთ. ჩვენ ვუთხარით, რომ როდესაც მასალა მომზადეება და ეთერში გავა წყაროს უსაფრთხოებიდან გამომდინარე დოკუმენტები პირველადი სახით აღარ ინახება. სუს-ს ვუთხარით, რომ ამ თემაზე რეპორტაჟის მომზადება კიდევ იგეგმება“, - განაცხადა ნოდარ მელაძემ. ამ საკითხზე სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებულიატვ პირველის ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძეც. მელაძე სუსი გამოკითხვა Tbilisidaily