პარლამენტი რიგგარეშე სხდომებს 13 და 14 ივლისს გამართავს
Tbilisi Daily
პარლამენტი რიგგარეშე პლენარულ სხდომებს 13 და 14 ივლისს გამართავს. მუშაობის განრიგი გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე განისაზღვრა.
ვინაიდან უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო რიგგარეშე სესიის ფარგლებში მუშაობს, მომდევნო კვირა მთლიანად საკომიტეტო საქმიანობას დაეთმობა, ხოლო 13 და 14 ივლისს პარლამენტი პლენარული სხდომის ფარგლებში შეიკრიბება.
ბიურომ ასევე განსაზღვრა პლენარული სხდომის დღის წესრიგს დამატებული და განსახილველი საკითხები, რომელსაც კენჭი უნდა უყარონ. გურამ მაჭარაშვილის თქმით, განსახილველია კონკურენციისა და დასაქმების შესახებ ცვლილებათა პაკეტი.