შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა შეეფარდათ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვნებს14-14 წლიანი სასჯელი მიესაჯათ.
არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებიდან გამომდინარე, მათ სასჯელი ერთი მეოთხედით შეუმცირდათ და საბოლოოდ, ისინი ციხეში10 წელსა 6 თვეს გაატარებენ.
ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატი გიორგი გელხაური განაჩენის გამოცხადებას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო
გიორგი გელხაურმა აღნიშნა, მოსამართლე სტურუა არის მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს მოსამართლე.
'მან გააკეთა არჩევანი კარიერას და უდანაშაულოების დამნაშავედ ცნობაში მოიპოვა ადგილი უზენაესში. ეს განაჩენი მის კარიერაში იქნება სამარცხვინო მაგალითი იმის, როგორი არ უნდა იყოს განაჩენი. პროცესზე დასწრებას არ ვაპირებთ, არ ვაპირებთ ფარსში მონაწილეობას, ვინაიდან განაჩენი დაუსაბუთებელია, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ცხრა თუ ათი წელი იქნება. მთავარია, რომ არასრულწლოვანს არ ჩაუდენია დანაშაულებრივი ქმედება და არ ჰქონდა შეხება დაზიანებებთან. სტრასბურგის სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხზე. სტურუამ მიიღო გადაწყვეტილება, სადაც არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა“, - განაცხადა ადვოკატმა.
პროკურატურა გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ორი არასრულწლოვნისთვის მაქსიმალურ სასჯელს 12 წელს ითხოვდა.
9 მარტს, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული ხუთივე პირი: არჩილ გაგნიძე, ნიკოლოზ რევაზიშვილი, ვახტანგ ჩიქოვანი, ზ.ხ. და ა.ქ. დამნაშავედ ცნო. სრულწლოვან ბრალდებულებს 16-16-წლიანი სასჯელი მიესაჯათ, არასრულწლოვნების სასჯელის დანიშვნის სხდომა კი ცალკე დაინიშნა.