ირაკლი ღარიბაშვილმა ახალი მინისტრთა კაბინეტი წარადგინა
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა წარადგინა.
მთავრობის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ცვლილებაა -თავდაცვის მინისტრის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილს ჯუანშერ ბურჭულაძე შეცვლის დარეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს მაის ცქიტიშვილს ირაკლი ქარსელაძე შეცვლის.
კერძოდ:
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი - ირაკლი ქარსელაძე
იუსტიციის მინისტრი - გოჩა ლორთქიფანიძე;
შინაგან საქმეთა მინისტრი - ვახტანგ გომელაური;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი - ნათია თურნავა;
საგარეო საქმეთა მინისტრი - დავით ზალკალიანი;
ფინანსთა მინისტრი - ივანე მაჭავარიანი;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი - მიხეილ ჩხენკელი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი - ეკატერინე ტიკარაძე;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი - ლევან დავითაშვილი;
თავდაცვის მინისტრი - ჯუანშერ ბურჭულაძე;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი - თეა ახვლედიანი.
მთავრობას უფლებამოსილება გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ შეუწყდა და მოვალეობის შემსრულებელი გახდა. „ქართულმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილიწარადგინა.