"5 თვის ბავშვი ძუძუდან ამაგლიჯეს, ყველა ტირილით წაიყვანეს..."

Tbilisi Daily

ერ­თწ­ლი­ა­ნი გან­შო­რე­ბის შემ­დეგ ხელ­ვა­ჩა­უ­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ თხილ­ნარ­ში მცხოვ­რე­ბი ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის 11 სუ­ლი­ა­ნი ოჯა­ხი კვლავ სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით შე­იკ­რი­ბა. 2019 წლის 4 აგ­ვის­ტოს სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტომ გელა და მა­დო­ნა ფუტ­კა­რა­ძე­ებს 9 შვი­ლი ჩა­მო­არ­თა და მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში გა­და­იყ­ვა­ნა. მა­შინ ცხრა ბავ­შვი­დან ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი 5 თვის იყო, ხოლო უფ­რო­სი -16-ის. ფუტ­კა­რა­ძე­ე­ბის ამ­ბა­ვი რამ­დე­ნი­მე დღის წინ გახ­და ცნო­ბი­ლი, რო­დე­საც ფაქ­ტის შე­სა­ხებ "ფე­ის­ბუქ­ზე" დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძემ და­წე­რა. აღ­ნიშ­ნულ­მა პრობ­ლე­მამ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში დიდი რე­ზო­ნან­სი გა­მო­იწ­ვია. რამ­დე­ნი­მე დღის წინ AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში, სო­ცი­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სა­ა­გენ­ტოს აჭა­რის რე­გი­ო­ნუ­ლი ცენ­ტრის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი, ცი­სა­ნა ჩიკ­ვა­ი­ძე ოჯა­ხის­თვის ბავ­შე­ბის ჩა­მორ­თმე­ვას, მცი­რე­წლოვ­ნე­ბის­თვის შე­უ­სა­ბა­მო სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბით ხსნი­და. მრა­ვალ­შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის და­სახ­მა­რებ­ლად უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი გა­ერ­თი­ან­და, რის შე­დე­გა­დაც მათ სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უ­უმ­ჯო­ბეს­დათ. ბავ­შვე­ბის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბის ემო­ცი­უ­რი მო­მენ­ტი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტა­რი­ელ მა­ხა­რა­ძემ გა­ავ­რცე­ლა.AMBEBI.GE 9 შვი­ლის დე­დას, მა­დო­ნა ფუტ­კა­რა­ძეს ესა­უბ­რა: - პირ­ველ რიგ­ში, გი­ლო­ცავთ! გა­ვი­ზი­ა­რეთ თქვე­ნი ემო­ცი­ე­ბი... - დიდი მად­ლო­ბა! ჩვენს ოჯახ­ში ზე­ი­მია. უზო­მოდ გა­ხა­რე­ბუ­ლე­ბი ვართ ყვე­ლა­ნი. ჯო­ჯო­ხე­თუ­რი ერთი წლის შემ­დეგ ენით აღუ­წე­რე­ლი სი­ხა­რუ­ლი ტრი­ა­ლებს. ჩვე­ნი პრობ­ლე­მა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ მი­ი­ტა­ნა გულ­თან. თით­ქოს მთე­ლი ქვე­ყა­ნა გა­ერ­თი­ან­და ჩვენს ირ­გვლივ. ვინ არ ჩა­ე­რია საქ­მე­ში. პირ­ველ რიგ­ში, დიდი მად­ლო­ბა მინ­და გა­და­ვუ­ხა­დო ჩვენს ად­ვო­კატს პა­ა­ტა შა­ვა­ძეს. ძა­ლი­ან იბ­რძო­და. ასე­ვე, სა­პატ­რი­არ­ქოს, ჩვენს მე­უ­ფეს და ყვე­ლას, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლას, ვინც გულ­თან მი­ი­ტა­ნა ჩვე­ნი გა­სა­ჭი­რი. ძა­ლი­ან დაგ­ვეხ­მარ­ნენ ემიგ­რან­ტე­ბი. რუ­სეთ­ში მცხოვ­რე­ბი ილია ძო­წე­ნი­ძის მი­მართ რო­გორ გა­მოვ­თქვა მად­ლო­ბა, არ ვიცი. მან შე­უქ­მნა ჩემს შვი­ლებს უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა. გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა ფული, რი­თაც სრუ­ლად შევ­ძლებთ კარ­გი პი­რო­ბე­ბის შექ­მნას ბავ­შვე­ბის­თვის. ახ­ლაც რე­მონ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობს ჩვენს სახ­ლში. ჩემი მე­უღ­ლე მი­დის ქა­ლაქ­ში, რომ ავე­ჯი იყი­დოს, მო­წეს­რიგ­დე­ბა ყვე­ლა­ფე­რი. - რა­ტომ ჩა­მო­გარ­თვეს ბავ­შვე­ბი და გა­და­იყ­ვა­ნეს მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში? თქვე­ნი აზ­რით, რამ­დე­ნად სა­მარ­თლი­ა­ნი იყო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა? - მე თვი­თო­ნაც არ ვიცი რა მი­ზე­ზით წა­იყ­ვა­ნეს ჩემი შვი­ლე­ბი. მა­ინ­ტე­რე­სებს, ვსვამ კი­თხვას: ან რო­მე­ლი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას, ან რო­მე­ლი­მე სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს აქვს უფ­ლე­ბა ბავ­შვი პო­ლი­ცი­ა­ში და­კი­თხვა­ზე ისე წა­იყ­ვა­ნოს, რომ მშობ­ლის ნე­ბარ­თვა არ ჰქონ­დეს, მშო­ბე­ლი არ ეს­წრე­ბო­დეს და­კი­თხვას?! სო­ცი­ა­ლურ­მა მუ­შა­კებ­მა ისე წა­იყ­ვა­ნეს ჩემი შვი­ლე­ბი სკო­ლი­დან და­კი­თხვა­ზე, რომ არა­ფე­რი ვი­ცო­დი. რაც უნ­დო­დათ ის ათ­ქმე­ვი­ნეს ბავ­შვებს. დრო იხელ­თეს, რომ ბავ­შვე­ბი წა­ეყ­ვა­ნათ. ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში ვი­ყა­ვი იმ დროს ზუს­ტად, ბავ­შვე­ბის­თვის პენ­სი­ის და­ნიშ­ვნის თა­ო­ბა­ზე. მო­სუ­ლან სახ­ლში და ბავ­შვე­ბი უკი­თხა­ვად მიჰ­ყავ­დათ. მთე­ლი სა­მე­ზობ­ლო დამ­დგა­რა ფეხ­ზე და იმ­დე­ნი ქნეს მე­ზობ­ლებ­მა, რომ ჩვენ მის­ვლამ­დე ბავ­შვე­ბი არ გა­ა­ტა­ნეს. ეს იყო ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი დღე ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. მე სი­ტყვე­ბით ვერ აღვწერ იმას, რა­საც მა­შინ გან­ვიც­დი­დი. ვინც დე­დაა, ის მიხ­ვდე­ბა და წარ­მო­იდ­გენს. 5 თვის ბავ­შვი ძუ­ძუ­დან ამაგ­ლი­ჯეს, სულ ტი­რილ-ტი­რი­ლით წა­იყ­ვა­ნეს ბავ­შვე­ბი, პო­ლი­ცი­ის ძა­ლით. არ ვა­ტან­დით. გვი­თხრეს, რომ ექვს თვე­ში დაგ­ვიბ­რუ­ნებ­დნენ ბავ­შვებს, მას შემ­დეგ რაც სვე­ლი წერ­ტი­ლე­ბი, სამ­ზა­რე­უ­ლო და სხვა სა­ყო­ფა­ცხოვ­რე­ბო პი­რო­ბე­ბი მო­წეს­რიგ­დე­ბო­და. გა­ვი­და ერთი ჯო­ჯო­ხე­თუ­რი წელი და ახლა შევ­ძე­ლით ბავ­შვე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა. ეს ერთი წელი იყო წა­მო­უდ­გენ­ლად რთუ­ლი რო­გორც ბავ­შვე­ბის­თვის, ისე ჩემ­თვის. წარ­მო­იდ­გი­ნეთ 5 თვის ჩვი­ლი, რო­მელ­საც ძუ­ძუს ვა­წო­ვებ­დი, სა­ღა­მო­ო­ბით რომ სახ­ლში არ იყო, რა დღე­ში ვიქ­ნე­ბო­დი. ერთი სი­ცო­ცხლე წა­მარ­თვეს, ბავ­შვე­ბი რომ წა­იყ­ვა­ნეს. - ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ხომ ნა­ხუ­ლობ­დით შვი­ლებს? - კი, ვნა­ხუ­ლობ­დით. ამა­ზე პრობ­ლე­მა არ შეგვქმნია მე და ჩემს მე­უღ­ლეს. მაგ­რამ ერთი სიკ­ვდი­ლი იყო , რო­დე­საც უკან მარ­ტო­ე­ბი მოვ­დი­ო­დით. გვე­ტი­რე­ბოდ­ნენ და გვთხოვ­დნენ, წაგ­ვიყ­ვა­ნეო. რო­გორც ვიცი, მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში რომ იყ­ვნენ ჩემი შვი­ლე­ბი, იმ ოჯახს თითო ბავ­შვზე 450 ლარს ური­ცხავ­დნენ. რო­დე­საც ჩემ­თან იყ­ვნენ ჩემი შვი­ლე­ბი თითო ბავ­შვზე და­ახ­ლო­ე­ბით 100 ლარი მე­რი­ცხე­ბო­და. თუ აქვს სა­ხელ­მწი­ფოს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მრა­ვალ­შვი­ლი­ან ოჯა­ხებს და­ეხ­მა­როს, რა­ტომ არ უწყობს ხელს თა­ვად ოჯა­ხებს? 4 000 ლარ­ზე მეტი რომ ჩემ­თვის მო­ე­ცათ თვე­ში, ხომ მექ­ნე­ბო­და უფრო უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი?! ათას ლა­რად რამ­დე­ნი რამ გა­მე­კე­თე­ბი­ნა? ყვე­ლა ერთ ოჯახ­ში იყო მინ­დო­ბა­ში, მხე­ი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში იყ­ვნენ სო­ფელ გან­თი­ად­ში, აქვე. ოჯა­ხი მაქ­სი­მუმს აკე­თებ­და ჩემი შვი­ლე­ბის­თვის, რის­თვი­საც დიდი მად­ლო­ბა ვუხ­დი მათ. - სა­ნამ ბავ­შვებს წა­იყ­ვან­დნენ, სა­ხელ­მწი­ფომ ბა­თუმ­ში ბინა შე­გი­ძი­ნათ, რო­მე­ლიც გა­ყი­დეთ. რა­ტომ გა­ყი­დეთ ეს სა­ცხოვ­რე­ბე­ლი? რო­გო­რია ახლა თქვე­ნი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა? შეძ­ლებთ ბავ­შვე­ბის რჩე­ნას? - ეს ბინა იმი­ტომ გავ­ყი­დეთ, რომ უფრო დიდი ფარ­თი შეგ­ვე­ძი­ნა. და სო­ფელ­ში ვი­ყი­დეთ კერ­ძო სახ­ლი, დიდი ეზო­თი, სა­დაც გვაქვს ხე­ხი­ლის პლან­ტა­ცი­ე­ბი, ყა­ნე­ბი და ვა­მუშ­ვებთ მი­წას. გავ­რცელ­და ჭორი, თით­ქოს ჩვენ ბინა გავ­ყი­დეთ და ბავ­შვებს ფული და­ვუ­ხარ­ჯეთ. უკე­თე­სი პი­რო­ბე­ბი, მეტი სივ­რცე და თა­ვის რჩე­ნის შე­საძ­ლებ­ლო­ბა რომ გვქო­ნო­და, იმი­ტომ გა­ვა­კე­თეთ ეს. არ მინ­და ისე გა­მო­ვი­დეს, თით­ქოს უმა­დუ­რი ვარ იმით, რი­თაც მეხ­მა­რე­ბი­ან. უბ­რა­ლოდ მინ­და, რომ დე­დე­ბი შვი­ლებს არა­სო­დეს და­ა­შო­რონ. ეს აღუ­წე­რე­ლი ტკი­ვი­ლია... მინ­და, რომ ყვე­ლას ყავ­დეს თა­ვი­სი შვი­ლი ოჯახ­ში და ბავ­შვე­ბი თა­ვი­ანთ დედ-მა­მას­თან გა­ი­ზარ­დონ. ყვე­ლა ქარ­თველ დე­დას ვუ­სურ­ვებ, რომ თვი­თონ გა­ზარ­დონ სა­კუ­თა­რი შვი­ლე­ბი. მივ­მარ­თავ ყვე­ლა სო­ცი­ა­ლურ მუ­შაკს, თუ თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს - მშობ­ლე­ბი­სა და შვი­ლე­ბის და­შო­რე­ბის მა­გივ­რად, ოჯახს შე­უქ­მე­ნით პი­რო­ბე­ბი, თუ რა­ი­მეს სა­შუ­ა­ლე­ბა გაქვთ. ნურც მზრუნ­ვე­ლო­ბას მო­აკ­ლებთ და ნურც - დედ-მა­მის სით­ბოს. თუ ის შე­უძ­ლი­ათ, მინ­დო­ბით აღ­ზრდა­ში იმ­დე­ნი ფული და­უ­რი­ცხონ ოჯა­ხებს, იმის ნა­ხე­ვა­რი რომ და­უ­რი­ცხონ მშობ­ლებს, ასე­თი სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი ხომ არ მოხ­დე­ბა ?!