ხიდიდან მდინარეში გადავარდნილი ავტომობილის მძღოლს ამ დრომდე ეძებენ
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
მაშველები ამ დრომდე ეძებენ ავტომობილის მძღოლს, რომლის მანქანაც გუშინ გვიან ღამით, სოფელ სატეხიაში, ადიდებულ მდინარეში გადავარდა.
მდინარიდან მანქანა ამოიყვანეს, თუმცა მოქალაქეს ჯერ-ჯერობით ვერ პოულობენ.
არსებული ინფორმაციით, მანქანაში ორი მგზავრი იმყოფებოდა. ერთ-ერთმა მათგანმა ავტომობილიდან გადმოსვლა მოახერხა.
გუშინ გვიან რამით მოსული უხვი ნალექის გამო ქუჩები დაიტბორა, მდინარეები კი კალაპოტიდან გადმოვიდა.
სოფელ ჯოჭოშიმეწყერმა საცხოვრებელი სახლი ჩაიტანა.