კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ოჯახის გამოსახლებას ცდილობენ, დაპისიპირებაა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
თბილისში, კეკელიძის ქუჩის პირველ ნომერში აღსრულების პოლიცია ერთი ოჯახის გამოცდილებას ცდილობს. ადგილზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც უწყების თანამშრომლებმა კორპუსში რკინის საჭრელი სპეციალური დანადგარი შეიტანეს.
კორპუსთან რამდენიმე ათეული ადამიანია მისული, ისინი ცდილობენ აღსრულების პოლიციას ხელი შეუშალონ გამოსახლების პროცესში.
ოჯახის მოთხოვნაა, მათ მისცენ დრო.
როგორც ადგილიდან რადიო თავისუფლების ჟურნალისტი იუწყება, აღსრულების სამსახური ცდილობს რკინის კარის გაჭრას და ბინაში ასე შესვლას.
მასალა განახლდება
https://www.radiotavisupleba.ge/a/31902560.html
Source: radiotavisupleba.ge