პანდემიის მიუხედავად, საფრანგეთში საახალწლო ღონისძიებაზე 2 500-მდე ადამიანი შეიკრიბა

Tbilisi Daily

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, საფრანგეთში, ბრეტანის რეგიონში, მუსიკალურ საახალწლო წვეულებაზე დასასწრებად, 2 500-მდე ადამიანი შეიკრიბა, - ამის შესახებ CNN-ი წერს. „პოლიციის მანქანას ცეცხლი მოუკიდეს, სამი ავტომობილი დაზიანებულია, სამართალდამცველებს ბოთლები და ქვები დაუშინეს, რამაც მსუბუქი დაზიანებები გამოიწვია“ - აცხადებენ ოფიციალური უწყებები. არსებული ინფორმაციით, ადგილობრივებთან ერთად, შეკრებას სხვადასხვა რეგიონიდან და საზღვარგარეთიდან ჩასული ადამიანებიც ესწრებოდნენ. საფრანგეთში 15 დეკემბრიდან, საღამოს 8-დან დილის 6 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.