სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება
Tbilisi Daily
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის მასშტაბით 12 ახალი საბავშვო ბაღი შენდება, ერთს კი სრული რეაბილიტაცია უტარდება, დაგეგმილია 9 საბავშვო ბაღის მშენებლობა. სამშენებლო პროცესს ანაკლიაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, ზუგდიდის მერთან ერთად გაეცნო. ახალი ბაღი 125 აღსაზრდელზეა გათვლილი. შენობა სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, შენობაში პანდუსთან ერთად იფუნქციონირებს ლიფტიც. პროექტს ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ ახორციელებს. სახელმწიფო რწმუნებული მერთან ერთად ასევე იმყოფებოდა დარჩელის ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც 90 მოსწავლეზე გათვლილი სკოლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლა აქამდე ავარიულ შენობაში ფუნქციონირებდა.