პირველმა პაციენტმა საავადმყოფო დატოვა

Pirveliradio Ge

კორონავირუსით ინფიცირებულმა პირველმა პაციენტმა, რომელიც სრულად გამოჯანმრთელდა, თბილისის ინფექციური საავადმყოფო უკვე დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახური ავრცელებს. "პაციენტებს გამოჯანმრთელება უსურვა, ექიმებს კი, მადლობა გადაუხადა", — აცხადებს ის. გამოჯანმრთელებული პაციენტი ერთი კვირის განმავლობაში თვითიზოლაციაში იქნება. საქართველოში ახალი კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. ვირუსი დაუდგინდა საქართველოს მოქალაქეს – 50 წლის მამაკაცს, რომელიც აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.