საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა

Pirveliradio Ge

საქართველოში კორონავირუსით კიდევ სამი პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტახნის წინ გამოქვეყნდა. საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 66-ს შეადგენს. ამ დროისთვის ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 10 225 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის გამოჯანმრთელდა 5 553 პაციენტი.