მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის ცხედარი იპოვეს
Tbilisi Daily
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი სნოუბორდ კროსში, ალექს პულინი ავსტრალიის სანაპიროსთან ოკეანეში გარდაცვლილი იპოვეს. 32 წლის სპორტსმენი პალმ ბიჩის მიმდებარე ტერიტორიაზე წყალქვეშა ნადირობით იყო დაკავებული, როდესაც გაუჩინარდა .
სამძებრო სამუშაოები 8 ივლისს დაიწყო, მყვინთავებმა სპორტსმენის ცხედარი, რომელსაც ჟანგბადის ნიღაბი არ ეკეთა, ოკეანის ფსკერზე აღმოაჩინეს. მაშველები სპორტსმენის გადარჩენას 45 წუთის განმავლობაში ცდილობდნენ, მაგრამ უშედეგოდ.
პულინი სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ავსტრალიის ნაკრების მედროშე იყო.