თუ ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება აჭარაში შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი გაგრძელდება - გამყრელიძე
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, აჭარა ამ ეტაპზე ყველა რეგიონს შორის გამოირჩევა უკეთესიეპიდსიტუაციის მაჩვენებლებით.
ამირან გამყრელიძის განმარტებით თუ ეპიდსიტუაცია შენარჩუნდება რეგიონში შეზღუდვებიც შესაბამისად შემსუბუქდება.
'აჭარაში დღეს გვაქვს 2% დადებითობის მაჩვენებელი, სადაც თებერვლაშიშეზღუდვები ყველაზე მეტად შემსუბუქდა, დაკვირვება მიმდინარეობს. თუ შევინარჩუნეთ ეს ეპიდსიტუაცია, შემდგომი ნაბიჯი იქნება გადადგმული, რომ შეზღუდევბი კიდევ უფრო შემსუბუქდეს'-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.