იუსტიციის საბჭო უზენაესის მოსამართლეების პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევას იწყებს
Tbilisi Daily
იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხრა ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით დღეიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.
გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შვიდ ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების მიზეზი პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის თანახმადაც ახლებურად დარეგულირდა შერჩევის წესი. ახალი ცვლილებების მიხედვით მიმდინარე საკონკურსო პროცედურების ფარგლებში, პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები გაწვეულებად ჩაითვალნენ.