''ლელო საქართველოსთვის'' ბრალდება და ჯანდაცვის მინისტრის პასუხი
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
,,რესპუბლიკური საავადმყოფო, კორონავირუსის ახალი ტალღის შემთხვევაში, არ არის მზად პაციენტებს სრულყოფილი მკურნალობა გაუწიოს“ განცხადება პარტია „ლელო საქართველოს“ ოფისში გააკეთეს. პარტიის წევრისდა ამასთან რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმ დავით მამულაძის მტკიცებით, მწვავე კარდიოლოგიური ნოზოლოგიის შემთხვევაში, დაავადებული პაციენტი ადგილზე ვერ მიიღებს სათანადო სამედიცინო სერვისს.
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი მამულაძეს ურჩევს, რომ არსებულ პროტოკოლებსა და გაიდლაინებს გაეცნოს, რომელთა მიხედვითაც ყველა გართულების შესაბამისი წესით მართვის რესურსი არსებობს.