ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბში ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე მოძრაობა შეიზღუდება
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
დღეს, 19 მარტის 21:00 საათიდან 20 მარტის 05:00 საათამდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
'საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე მდებარე ჩაქვი-მახინჯაურის საავტომობილო გვირაბებში პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 19 მარტის 21:00 საათიდან 20 მარტის 05:00 საათამდე გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება.
ქობულეთი-ბათუმის მიმართულების ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტის ნაკადი გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე გადაერთვება'-აცხადებენ დეპარტამენტში.
უწყებაში ამბობენ, რომაღნიშნული რეჟიმით მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.