"მადლობა რუსეთს!" - ბჟანიას მორიგი მადლიერება პუტინს

Sokhumi Daily

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ ვლადიმერ პუტინს "სახელმწიფო დღესასწაული" - ეროვნული ერთიანობის დღე მიულოცა. ბჟანიამ აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, როს ეს დღესასწაული საუკუნეებს ითვლის და რუსეთის სახელმწიფოს გმირულ ისტორიას განასახიერებს. მისი თქმით, ეს დღესასწაული რუსეთისთვის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი დღეა. "მე -17 საუკუნის დასაწყისში, სხვადასხვა კლასისა და ეროვნების ხალხის ერთიანობამ შესაძლებელი გახადა მოსკოვის განთავისუფლება პოლონელი დამპყრობლებისგან. ეს ისტორიული დღეა რუსეთისთვის და მისი განვითარებისთვის."- ნათქვამია მისალოც ტექსტში. ოკუპირებული აფხაზეთის რესპუბლიკის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ”ჩვენი ქვეყნის ძირითადი ამოცანაა დიდ რუსეთთან ტრადიციულად მეგობრული კავშირების განმტკიცება და განვითარება”. მან აფხაზეთის მოსახლეობის სახელით მადლობა გადაუხადა რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობას აფხაზეთის მშვიდობის უზრუნველყოფის, დახმარებისა და მხარდაჭერისთვის. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. #SokhumiDaily #Sokhumi #სოხუმი #აფხაზეთი #ახალიამბები #აფხაზეთისაქართველოა