ვურჩევ, რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=141987
ვურჩევ, რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი, ეს იქნება მისი მონანიება-ასე ეხმაურება, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, საკუთარ სახლში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის მიერ მოკლული ქალის, სიძე თემო პირველაშვილი, მკვლელის სადამსჯელო მუხლის გარშემო განვითარებულ მოვლენებს.
„მინდა მივმართო ასევ იმ საცოდავს მეცოდება მისი შვილები და მეუღლე თვითონ ის არ და ვერ შემეცოდება, ვურჩევ, რომ გაიაზროს რაც ჩაიდინა და ეყოს კაცობა და სასამართლოზე აღიაროს და თვითონ მოითხოვოს სასჯელი, ეს იქნება მისი მონანიება.
თუ შინა პატიმრობა უნდა და ურჩევნია გააკეთოს პირადად ჩემთვის უკეთესია უფრო ადვილად მივწვდები.
თამუნას ვერ გავაცოცხლებ, მაგრამ ჩემ ცოლ-შვილს ვერ უყურებ ესეთ მდგომარეობაში. ჩვენ ოჯახი არანაირ ზედმეტ რეაგირებას არ ვაკეთებთ ველოდებით გამოძიებას.
დიდი იმედი მაქვს რომ სწორ და ზუსტ შედეგს და სასჯელს დადებენ“, – წერს პირველაშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, აღდგომას, 19 აპრილს ვაჟა-ფშაველას გამზირზე,ბრმა ტყვიას საკუთარ სახლში მყოფი ახალგაზრდა ქალის, თამარ ანთელავას სიცოცხლე ემსხვერპლა. გარდაცვლილი, მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა. ის მე-8 სართულზე მდებარე სახლში ტელევიზორს უყურებდა, რა დროსაც ტყვიამ მისი ფანჯარა ჩაამსხვრია და ქალს თავის არეში მოხვდა. პოლიციამ აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს თანამშრომელია დაკავებული.