საქართველოში კორონავირუსის 688 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 13 პაციენტი. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს ინფორმაციით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 15 792 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 688 შემთხვევა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 4.36%; ბოლო 7 დღის - 3,87%; ბოლო 14 დღის - 4,67%. გასული დღე-ღამის განმავლობაში 788-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი. 2020 წლის თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 259 897 შემთხვევა. მათგან 251 077 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 3221 ადამიანი. https://www.radiotavisupleba.ge/a/31083523.html #ახალი_ამბები #twitter #covid19_-_ახალი_ამბები