ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში კორონავირუსი გამოვლინდა
Zugdidi Daily
ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოს ერთ-ერთ თანამშრომელს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მიმდინარეობს კონტაქტების მოძიება, თუმცა ვარაუდობს, რომ ინფიცირებულს მხოლოდ რამდენიმე ადამიანთან ჰქონდა კავშირი.
„ზუგდიდში მხოლოდ ორ პირთან უნდა ჰქონდა კონტაქტი და ისინი თვითიზოლაციაში გადავლენ, თუმცა ვაგრძელებთ კავშირრების დადგენას. საავამდყოფოში სპეციალური ზომების მიღება არ იგეგმება“, - ამბობენ საავადმყოფოში.
ინფიცირებული, სავარაუდოდ, ჩხოროწყუს მკვიდრია.
ინფორმაციისთვის, 11 ოქტომბერს რეგიონის მსაშტაბით 61 მოქალაქე გატესტეს, მათგან 14-ს კორონავირუსი დაუდგინდა.
________________
თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე.Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს.
#კორონავირუსი
#ახალიამბები
#zugdididaily
წყარო: რადიო ათინათი