ყველაზე საშიშია არ მოხდეს იმდენი ადამიანის დაინფიცირება, რომ ექიმები ვერ გავწვდეთ - ენდელაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=141921
ყველაზე საშიშია არ მოხდეს იმდენი ადამიანის დაინფიცირება, რომ ექიმები ვერ გავწვდეთ - ამის შესახებ განცხადება, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ გააკეთა. ენდელაძე კვლავ საზოგადოების მხრიდან რეკომენდაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. ენდელაძის თქმით, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი არ მოხდეს.
"ყველაზე საშიში არის, რომ არ მოხდეს იმდენი ადამიანის დაინფიცირება და მათ შორის არ იყოს მედპერსონალი იმდენად დაინფიცირებული, რომ ჩვენ ვეღარ გავწვდეთ, ან ვეღარ შევძლოთ და გავხდეთ თვითონ პაციენტები. ამიტომ ყველამ უნდა დავიცვათ რეკომენდაციები, როგორც ჩვენ, რომელიც ვართ რისკჯგუფში, ასევე მოსახლეობამაც, რათა შევძლოთ გავწვდეთ ინფიცირებულთა რაოდენობას, "- განაცხადა მარინა ენდელაძემ.