რჩევა მშობლებს
Tbilisi Daily
როგორ უნდა გაარჩიოთ კორონავირუსისა და სეზონური გრიპის სიმპტომები – ამის შესახებ რუსთავი 2-ის ეთერში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საუბრობს.
მისი თქმით, სეზონური გრიპისა და კორონავირუსის სიმპტომები ძალიან მსგავსია, თუმცა ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ტემპერატურის მატებაა.ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მშობლებს ურჩევს, დააკვირდნენ ბავშვის ტემპერატურის მატებას, თუ ის თავს შეუძლოდ იგრძნობს, ბავშვი სახლში უნდა დარჩეს და უნდა მიმართონ ოჯახის ექიმს, რომელიც შეაფასებს სიმპტომებს.
რაც შეეხება გარჩევას, ეს ტესტირებით არის შესაძლებელი.
„ჩვენ მაქსიმალურ მობილიზებას გავაკეთებთ იმისთვის, რომ ტესტირება ამბულატორიულ პირობებში მარტივად იყოს შესაძლებელი, რომ კორონავირუსი გამოირიცხოს და გრიპის მსუბუქი და მარტივი შემთხვევების ბინაზე მართვა მარტივად არის შესაძლებელი. ამდენად პირბადის გამოყენება, ხელის ჰიგიენა და ფიზიკური დისტანცირება ეს არის ის, რაც დაგვიცავს როგორც კორონავირუსისგან, ისე გრიპისგან. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს და თავადაც შეახსენონ ბავშვებს, რომ ამ წესებს მიმართონ”, – აცხადებს თამარ გაბუნია.