მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე - სამინისტროს ახალი ინიციატივა

Batumi Daily

აჭარის განათლების სამინისტრო მსურველებს ახალ ინიციატივას სთავაზობს. "მუზეუმების ონლაინ სიცოცხლე" ასე ჰქვია წამოწყებას, რომელიც მოქალაქეებს საშუალებას აძლევს, მუზეუმის თანამშრომლებს კითხვები დისტაცნიურ რეჟიმში დაუსვან. სამინისტრო მსურველებს სთავაზობს, შეკითხვა ვიდეოს სახით ჩაწერონ და გამოაგზავნონ ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე ([email protected]). შეკითხვა შეიძლება ეხებოდეს მუზეუმებს, ექსპონატებსა და მათთან დაკავშირებულ ისტორიას. შეკითხვაზე მუზეუმის თანამშრომლებიც მოსწავლეებს ვიდეო-ჩანაწერის სახით გასცემენ პასუხს. აღნიშნული ინიციატივა მსოფლიოში გავრცელებული პრაქტიკის ერთგვარი ვარიაციაა. კორონავირუსის გამო მსოფლიოს ყველა ცნობილმა მუზეუმმა მუშაობა შეწყვიტა, ამიტომ ყველაზე ცნობილი გამოფენების ნახვა უკვე დისტანციურადაც არის შესაძლებელი. დღეისთვის დისტანციურად გუგენჰაიმის, ვან გოგის მუზეუმის, უფფიცისა და სხვა ცნობილი მუზეუმების დათვალიერება შეგიძლიათ. #ბათუმი #მუზეუმები #ონლაინსივრცე #batumidaily