არავითარი აზრი არ აქვს ამ მედიკამენტის მიღებას პროფილაქტიკის მიზნით - იმნაძე
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=139637
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძის განცხადებით, აზრი არ აქვს პროფილაქტიკის მიზნით იმ წამლის მიღებას, რომელსაც ხალხი ყიდულობს.
"არავითარი აზრი არ აქვს ამ მედიკამენტის მიღებას პროფილაქტიკის მიზნით. მისი მექანიზმი მოქმედების არ არის დაკავშირებული ანტივირუსულ ზემოქმედებასთან. როდესაც არის ხოლმე ამ ვირუსზე იმუნური სისტემის ზედმეტი პასუხი, იმის ჩასაქრობად გამოიყენება. ის გამოიყენება მხოლოდ დაავადების შემთხვევაში და ექიმის დანიშნულებით", - განაცხადა პაატა იმნაძემ.