საფეხბურთო კლუბი ''შუქურა'' 49-წლიანი იჯარით სხვისდება 

აჭარის ტელევიზია Ajara Tv

საფეხბურთო კლუბი ''შუქურა'', 49-წლიანი იჯარით კერძო პირებზე სხვისდება. მყიდველის ვინაობა ჯერ-ჯერობითუცნობია. ქობულეთის საკრებულოს სხდომაზე, ქობულეთის მერის მოადგილემ დავით ვერულიძემ მოხსენება გააკეთა, რომელიც ''შუქურას' 100%-იან წილის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაზე საკუთრებაში გადაცემას ეხებოდა. ვერულიძე ამბობს, რომ კლუბის შეძენით კერძო პირია დაინტერესებული. 'შუქურას წილის მართვის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით დაინტერესებულებულია კერძო პირები. მათ მოთხოვნა შემოიტანეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში. ვინაიდან პირდაპირი განკარგვის უფლებამოსილება ჩვენ არ გაგვაჩნია, ამიტომ განსაკარგად გადაეცემა აჭარის მთავრობას. ისე როგორც ბათუმის ''დინამოს'' შემთხვევაში მოხდა. ინვესტორები თავის მხრივ ყოველწლიურად ინვესტიციას განახორციელებენ გუნდში, ამასთან გადაიხდიან წილის მართვის საფასურს, რაც მუნიციპალიტეტისთვის დამატებითი შემოსავალია. ასევე მათ აქვთ სხვადასხვა ვალდებულებები, რომელთა შესრულება მოუწევთ. გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ გადაწყვეტილების მიზანი არის ქობულეთის ''შუქურას'' კიდევ უფრო გაძლიერება' - განაცხადა სხდომაზე მერის მოადგილემ.