ბათუმში კოვიდ -19 თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა
Tbilisi Daily
კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი, იმპორტირებული შემთხვევა ბათუმში. კოვიდ -19 თურქეთის მოქალაქეს დაუდასტურდა . 50 წლის კაცი სავტვირთო ავტომობილის მძღოლია, რომელიც ბათუმში სარფის სასაზღვრო- გამშვები პუნქტიდან შემოვიდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, თურქეთის მოქალაქე საკუთარი სურვილით სამშობლოში გადაჰყავთ, სადაც მკურნალობას გააგრძელებს. აჭარაში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 7 ადამიანი რჩება, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.