თურქეთი საზღვრებს 17 მაისამდე კეტავს
აჭარის ტელევიზია Ajara Tv
თურქული მედიის ინფორმაციით,კორონავირუსისპანდემიიდანგამომდინარე, თურქეთში სრული ლოქდაუნი გამოცხადდა, რის გამოც საზღვრები 17 მაისამდე დაიკეტება. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ,პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, მედიასთან საუბრისას განაცხადა.
კორონავირუსისპანდემიიდანგამომდინარე, ეპიდემიის დაძლევის მიზნით, 2021 წლის 29 აპრილის 19:00 საათიდან 2021 წლის 17 მაისამდე სახელმწიფოს საზღვრები ჩაიკეტება.
ამასთან, დაიხურა სკოლები და იზღუდება საქალაქთაშორისო მიმოსვლა.
თურქეთში გასულ 24 საათში 38 500-ზე მეტი ახალი კოვიდ-შემთხვევა დაფიქსირდა. ამდრომდე ქვეყანაში კორონავირუსის 4 629 969 დადასტურებული შემთხვევაა, ვირუსს 38 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.