ბაიდენმა ძაღლთან თამაშისას ფეხი დაიზიანია

Tbilisi Daily

ჯო ბაიდენს საკუთარ ძაღლთან თამაშის დროს ფეხი აუცურდა და ტერფის შუა ნაწილში მცირე მოტეხილობები აღენიშნება, - CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ბაიდენის ექიმის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. ექიმის ინფორმაციით, არჩეულ პრეზიდენტს რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალური საფიქსაციო ფეხსაცმლის ტარება მოუწევს. ფაქტს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი „ტვიტერში“ გამოეხმაურა და ჯო ბაიდენს სწრაფად გამოჯანმრთელება უსურვა.