ბელარუს ბლოგერ ვლადიმირ ნერონსკის სასამართლომ სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ცნობილი ბელორუსი ბლოგერი ქალაქ სლუცკიდან, ვლადიმირ ნერონსკი, სასამართლომ დამნაშავედ სცნო სისხლის სამართლის ორი მუხლით და სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.
ეს არის ე.წ. „ციხანოუსკის საქმეზე“ გამოტანილი პირველი განაჩენი ბელარუსში, სადაც 9 აგვისტოს შემდეგ მიმდინარეობს საპროტესტო აქციები ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების, პოლიტპატიმრების გათავისუფლებითა და რეპრესიების შეწყვეტის მოთხოვნით.
ნერონსკი, ბლოგერ სიარჰეი ციხანოუსკის თანამებრძოლი, ავტორია იუტუბის არხისა „სლუცკის სიცოცხლისათვის. შარშან მაისში იგი სიარჰეი ციხანოუსკისთან ერთად დააპატიმრეს და დღემდე იმყოფება მინსკის საგამოძებო იზილატორში, სადაც ბლოგერმა ინსულტი გადაიტანა.
2 თებერვალს ბელარუსის ლოგოისკის სასამართლომ ვლადიმირ ნერონსკი დამნაშავედ სცნო ხელისუფლების წარმომადგენლის შეურაცხყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის უხეშად დარღვევის მიზნით, ჯგუფური მოქმედებების ორგანიზებაში.
მსჯავრდებული ბლოგერი სასჯელს მკაცრ რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.
აშშ-ი და ევროკავშირი გმობენ ბელარუსის რეჟიმის მიერ ოპონენტების დევნას და მოუწოდებენ მინსკს, რომ დაუყოვნებლად გაათავისუფლოს ყველა დისიდენტი.
https://www.radiotavisupleba.ge/a/31082353.html
#ახალი_ამბები
#twitter