ბათუმში მკვლელობა მოხდა

Batumi Daily

ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მკვლელობა მოხდა. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ქალს მრავლობითი ჭრილობები დანით აქვს მიყენებული. თვითმხილველები ყვებიან, რომ გარდაცვლილი ბელორუსის მოქალაქე იყო. მათი თქმით, ქალს ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. მეორე ვერსიით კი თავდამსხმელებმა ქალი გაძარცვეს და შემდეგ მოკლეს. ქალი სახლში მარტო ცხოვრობდა. მეზობლები ამბობენ, რომ ის მუშაობდა. სახლიდან დილით გადიოდა და საღამოს ბრუნდებოდა, ამიტომ მასთან კომუნიკაცია არ ჰქონდათ. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. დალუქულია ბინის კარი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ________________ თქვენ ამ სტატიას კითხულობთ პლატფორმა Feedc -ზე. Feedc არის ახალი მედია პლატფორმა, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს. ფოტო: აჭარის ტელევიზია #batumidaily #აჭარა #ბათუმი #ახალიამბებიაჭარაში