ქობულეთში „საქართველოს ბანკი“ გაძარცვეს
რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba
ქობულეთში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე საქართველოს ბანკის 71-ე ფილიალის გაძცვის შედეგად წაღებულია დაახლოებით 70 ათასი ლარი. როგორც ინფორმირებული წყარო უყვება რადიო თავისუფლებას, მძარცველებმა ფილიალის შესასვლელ კიბეებთან "საქართველოს ბანკის" კონტრაქტორი კომპანია Direct debit georgia-ს წარმომადგენელს წაართეს თანხა, რომელიც მას ბანკის ფეიბოქსიდან ჰქონდა ამოღებული და ბანკში შეჰქონდა.
ბანკის ფილიალი ამჟამად გაკეტილია, მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები. ჯერჯერობით დაუზუსტებელია მძარცველთა რაოდენობა.
შსს-ს ცნობით, გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 178 -ე, ძარცვის მუხლით დაიწყო. თვითმხილველებს კითხავენ.
https://www.radiotavisupleba.ge/a/30906823.html
#ახალი_ამბები
#twitter