თბილისში მოძრავი "მარშრუტკების" რაოდენობა განახევრდება - კალაძე ამბობს, რომ მეტი საჭირო არ იქნება

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

თბილისში დღეს მოძრავი 3 000 "ყვითელი მიკროავტობუსიდან" მინიმუმ ნახევარი აღარ ივლის. ამის შესახებ მერმა, კახა კალაძემ ქალაქში შემოყვანილი ახალი მიკროავტობუსებისა და ავტობუსების პრეზენტაციის დროს ისაუბრა. "ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკისა და რეფორმის ფარგლებში ეს ციფრი განახლდება და დაახლოებით 1 500 - 1 200-მდე მიკროავტობუსი იმოძრავებს, რადგან მეტის საჭიროება არ არის. ესეც იქნება დამაკავშირებელი საშუალება ავტობუსებთან, რათა თანხვედრაში მოვიდეს მიკროავტობუსი, ავტობუსი და მეტრო", - განაცხადა კახა კალაძემ. ახალი სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში ქალაქში უკვე მოძრაობს რამდენიმე ასეული ახალი ავტობუსი. ამავე პროექტის ფარგლებში მერიამ ბიუჯეტის ფული კერძო კომპანიას - შპს თბილისის მიკროავტობუსს 300 ახალი მიკროავტობუსი უყიდა. ამავე პროექტის ფარგლებში მერია 18-მეტრიანი ავტობუსების ყიდვასა და სატრანსპორტო დერეფნების მოწყობას გეგმავს. https://www.radiotavisupleba.ge/a/30908689.html #ახალი_ამბები #twitter