ვირუსი მართლაც არსებობს, სასულიერო პირები არიან დაავადებულნი – მიტროპოლიტი იობი
Pirveliradio Ge
ვირუსი მართლაც არსებობს, მართლაც მღვდელმთავრები, მონაზვნები, სასულიერო პირები არიან დაავადებულნი – ამი შესახებ, მროველ-ურბნელმა მიტროპოლტმა იობმა, ურბნისის საკათედრო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა.
"ეს რეალობა არის. ვირუსი მართლაც არსებობს, მართლაც მღვდელმთავრები, მონაზვნები, სასულიერო პირები არიან დაავადებულნი. უბრალოდ, ზოგიერთი არ ამჟღავნებს ამას და არ ამბობს, რომ ამით არის დაავადებული.
ამიტომ, ჩვენ რასაც მოგვიწოდებენ ექიმები, უნდა შევასრულოთ: პირბადე, დისტანცია ჩვენი უსაფრთხოებისთვის, მოყვასის უსაფრთხოებისთვის…
ამაში სიმდაბლე ჩანს ადამიანის, თუ მორჩილება გაქვს, უბრალოება გაქვს. რა თქმა უნდა, ღმერთის ნებაზეა და ღვთის დაშვებით ხდება ეს ყველაფერი, მაგრამ ჩვენც სიფრთხილე უნდა გვქონდეს", - ამბობს მიტროპოლიტი.