„მზიურის“ რეაბილიტირებულ ნაწილში წვიმის შემდეგ გუბეები გაჩნდა
Pirveliradio Ge
http://pirveliradio.ge/?newsid=144188
გუშინ 25 მაისს, მოსული ძლიერი წვიმის შემდეგ „მზიურის“ რეაბილიტირებულ ნაწილში გუბეები გაჩნდა. მოქალაქეები ამის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
„მზიურში“ რეაბილიტაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. პროექტი, რომლის ბიუჯეტიც 7.8. მლნ ლარია, რამდენიმე კვირაში უნდა დასრულდეს.
„მზიურის“ პარკის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს დაიწყო. მაშინ ითქვა, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში, „მზიურში“ განთავსდება შშმ პირებისთვის ადაპტირებული საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები და მოეწყობა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა, საბავშვო გასართობი და სპორტული მოედნები, დამონტაჟდება თანამედროვე საპარკე ინფრასტრუქტურა.