დონალდ ტრამპი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებს მომავალ კვირას თეთრი სახლიდან მიმართავს

Tbilisi Daily

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაერო-ს გენერალური ასამბლეის წევრებს მომავალ კვირას თეთრი სახლიდან მიმართავს. როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, ამის შესახებ თეთრი სახლის აპარატის უფროსმა, მარკ მიდოუსმა განაცხადა. თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაზე დონალდ ტრამპი ნიუ იორკში არ გაემგავრება. გაერო-ს გენერალურ ასამბლეის 75-ე სესიაზე მსოფლიო ლიდერების სიტყვით გამოსვლები 22 სექტემბერს დაიწყება. აშშ ტრადიციულად ბრაზილიის შემდეგ მეორე ქვეყანა, რომელიც ასამბლეის წევრებს მიმართავს. 22 სექტემბერს გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ვიდეომიმართვაც იგეგმება. კორონავირუსის პანდემიის გამო, გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტიერეში მაისში გამოვიდა ინიციატივით, რომ ნიუ იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე შეკრების ნაცვლად, მსოფლიო ლიდერები ვიდეომიმართვებით წარდგნენ.