ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა
Tbilisi Daily
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც, შესაძლოა, უფრო სწრაფი გავრცელებით ხასიათდებოდეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრის, მეთ ჰენკოკის განცხადებით, ქვეყნის დაახლოებით 60 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში აღმოჩენილია შემთხვევები, რომელიც სავარაუდოდ ვირუსის ახალი ფორმით არის გამოწვეული. როგორც ჰენკოკი ამბობს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამის შესახებ ინფორმირებულია.
ჰენკოკს არ დაუკონკრეტებია ახალ ფორმას შეუძლია ვირუსის მძიმე შემთხვევების გამოწვევა, თუ ეს ნიშნავს იმას, რომ ვაქცინები ეფექტური არ იქნება.