Ჰელმენდში ალ ქაიდას 11 ბოევიკი მოკლეს

Tbilisi Daily

ავღანეთის ჰელმანდის პროვინციაში ავიაიერიშის შედეგად ტერორისტული დაჯგუფების, ალ ქაიდას 11  „ბოევიკი“ მოკლეს. ამის შესახებ გამოცემა Pajhwok იუწყება.  ამავე ინფორმაციის მიხედვით, ავიაიერიშის დროს „თალიბანის“ მაღალჩინოსნებიც დაიღუპნენ. ავღანეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დაღუპულთა შორის მასუდ აჰმადი იყო, რომელიც ალ ქაიდას „ბოევიკებს“ აფარებდა. ალ ქაიდას ტერორისტები „თალიბანის" მებრძოლებს ნაღმების დაყენებას, ღამის ხელსაწყოებისა და სნაიპერული შეიარაღების გამოყენებას ასწავლიდნენ ავღანეთის ხელისუფლებასა და მოძრაობა „თალიბანს“ შორის მიმდინარე მოლაპარაკების მიუხედავად, ქვეყანაში ძალადობა კვლავ გრძელდება. „თალიბანის“ მაღალჩინოსნები ყოველთვის აცხადებდნენ, რომ მათ „ალ ქაიდასთან“ არანაირი კავშირი არა აქვთ.