საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევაა

რადიო თავისუფლება Radio Tavisupleba

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 8 შემთხვევა. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1455-მდე გაიზარდა. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე 28 აგვისტოს დილით განახლებული მონაცემების მიხედვით, კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 6 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 1196. საქართველოში COVID-19-ით გარდაცვლილია 19 ადამიანი. 28 აგვისტოს დილის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 5943 და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 252. 27 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონში - აფხაზეთში, დე ფაქტო მთავრობას დადასტურებული აქვს კორონავირუსის სულ 295 შემთხვევა, მათგან 4 გარდაცვალების, ხოლო ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო მთავრობას - 89.   https://www.radiotavisupleba.ge/a/30806899.html #ახალი_ამბები #twitter #კორონავირუსი_(covid-19)